სელფის კვლევა
👥 სელფის შესახებ
სელფი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც სკოლას ეხმარება შეაფასოს თავისი მდგომარეობა ციფრულ ეპოქაში სწავლასთან მიმართებაში. სელფი ეხმარება სკოლებს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება განახორციელონ სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებაში, ის ასახავს თუ რა მუშაობს კარგად, სად არის საჭირო გაუმჯობესება და რა უნდა იყოს სკოლის პრიორიტეტები.
ჩვენ მიერ განხორციელებული სელფის ნაბიჯები
👉 სელფის კვლევის კოორდინაციისთვის გამოვყავით ლიდერთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გუნდი. სელფის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა.
👉 სელფის კვლევაში ყველა მონაწილეს ანონიმურობა იყო დაცული.
👉 სელფის კითხვარის დასრულების შემდეგ პლატფორრმამ დააგენერირა რეპორტი, რომელიც ინტერაქტიურად გაერთიანებულ შედეგს ასახავს.
👉 სელფის შედეგმა საშუალება მოგვცა დაგვეწყო დიალოგი იმის შესახებ, როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიები სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებას ჩვენს სკოლაში.
👉 სელფის საშუალებით განვსაზღვრეთ სამოქმედო გეგმის ფორმულირება და პრიორიტეტები.
👥 ჩვენი სკოლის სელფის რეპორტი
Комментарии
Отправить комментарий