ჩვენი სკოლის შესახებ

                                             

                                                   👫        ჩვენი სკოლა 


       სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ რეაბილიტირებულ სკოლებს შორის, რომლის განახლება განხორციელდა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს" მიერ. ჩვენი სკოლის ინფრასტრუქტურა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას განივითარონ პრაქტიკული უნარები და ეზიარონ  თანამედროვე მიღწევებს:

💫   განახლებული საკლასო ოთახებით,
💫   სპორტული დარბაზით, 
💫   შესანიშნავი ბიბლიოთეკით,
💫   თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით და
       კომპიუტერული კაბინეტით.

   ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ     რეფორმაში-,,ახალი სკოლის მოდელი" და მის ფარგლებში არსებულ ინოვაციურ   პროექტში -,,ციფრული სკოლა - საქართველო" . 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტი ,,ციფრული სკოლა - საქართველო”